ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია, რაჭაში რთველი მომავალი კვირიდან დაიწყება

რთველი

კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია, რაჭაში რთველი მომავალი კვირიდან დაიწყება
29.09.2021

29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 200 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც ნიშნავს, რომ მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე რეალიზებულია. 
20 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით  220  მლნ ლარზე მეტი შემოსავალი  მიიღო.
გადამუშავებული ყურძნიდან 118 ათას ტონამდე რქაწითელია, 72 ათას ტონამდე საფერავი,  4,4 ათას ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძნის გადამუშავების პროცესში რთველის დაწყებიდან დღემდე 220 დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი.
ეს არის პირველი რთველი, როდესაც ფერმერი საწარმოებს ყურძენს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე აბარებს. 
2021 წლის რთველი ყურძნის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

ქართული ღვინო