ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

20 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 148 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

რთველი

20 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 148 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
20.09.2021

კახეთში,  15 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით  160 მლნ ლარამდე შემოსავალი  მიიღო.
გადამუშავებული ყურძნიდან 87 ათას ტონამდე რქაწითელია, 52 ათას ტონამდე საფერავი,  3 ათას ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძნის გადამუშავების პროცესში რთველის დაწყებიდან დღემდე 185 დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. 
პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი.

ქართული ღვინო