ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ მეტი ყურძენია გადამუშავებული

რთველი

6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ მეტი ყურძენია გადამუშავებული
06.09.2021

დღეისთვის კახეთში გადამუშავდა 47 ათას ტონამდე ყურძენი, რაც თითქმის 6-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 2020 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით კახეთში 8 ათას ტონამდე ყურძენი იყო გადამუშავებული.
რთველი 2021-ის ფარგლებში მოსავალი ღვინის საწარმოებს 4 100-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 45 მლნ ლარს აღწევს.
კახეთში ნასეტყვი ყურძნის დაბინავდება დღეს სრულდება - 26 აგვისტოს შემდეგ გადამუშავებულია 15 ათას ტონამდე ნასეტყვი ყურძენი.
კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან დაიწყო, მიმდინარე კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად გაგრძელდება.
26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა.  2 სექტემბერს სეტყვა კვლავ განმეორდა ყვარელსა და თელავში, დაზიანდა 180 ჰა ფართობის ვენახები. მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს მევენახეები 1 კგ რქაწითელს  0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად აბარებენ. მიმდინარეობს სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა.

ქართული ღვინო