- სიახლეები
- ქართულმა ღვინოებმა საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსზე 1 ორმაგი ოქროს, 18 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს
ქართულმა ღვინოებმა საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსზე 1 ორმაგი ოქროს, 18 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს
კონკურსი
"MUNDUS VINI"-ის ზაფხულის დეგუსტაციაზე ქართული ღვინის კომპანიის - „მეღვინეობა პი“ 2020 წლის საფერავმა ორმაგი ოქროს მედალი დაიმსახურა.
ოქროს მედლები მიიღეს:
„თელავის ღვინის მარანი“ 5 ოქროს მედალი: ქინძმარაული 2020, საფერავი კონდოლი 2018, მუკუზანი 2019, სატრაპეზო ქვევრი 2018, რეზერვი 2012;
„მეღვინეობა შუმი“ 4 ოქროს მედალი: იბერიული ნაფარეული 2019, იბერიული ბიო რქაწითელი 2019, იბერიული მწვანე 2019, ვინობიზა საფერავი კაბერნე 2019;
„ასკანელი ძმები“ 2 ოქროს მედალი: რქაწითელი ქვევრი 2019, საფერავი ქვვერი 2019;
„ნაბერაული“ 2 ოქროს მედალი: საფერავი ძელშავი 2020, ტვიში 2020;
„მეღვინეობა წერეთელი“ - საფერავი ქვევრი 2019;
“ყვარლის მარანი” - მუკუზანი;
“დუგლაძეების ღვინის კომპანია“ - საფერავი რეზერვი 2015;
„მეღვინეობა ხარება“ - საფერავი 2017;
“რთველისი” - მუკუზანი 2019;
ვერცხლის მედლები:
„ასკანელი ძმები“ 2 ვერცხლის მედალი: ცქრიალა ღვინო 2019, მუკუზანი პრემიუმი 2019;
„მეღვინეობა ხარება“ 2 ვერცხლის მედალი: მწვანე 2020, იმერული ციცქა 2020;
„რთველისი“ - საფერავი 2019;
„მეღვინეობა შუმი“ - ვინობიზა წინანდალი პრემიუმი 2019;
“ნაბერაული” - ცოლიკოური 2020;
“თელავის ღვინის მარანი“ - სატრაპეზო საფერავი 2018.
მსგავს პრესტიჟულ კონკურსში წარმატება ქართული ღვინოების მაღალი ხარისხით არის განპირობებული. "MUNDUS VINI"-ის ზაფხულის დეგუსტაციაში მსოფლიოს 35 ქვეყნდან 4500 ღვინო მონაწილეობდა.