სახელმწიფო დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის
რთველი
27.08.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის.
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.
როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბში დღეს გამართულ თათბირზე აღინიშნა, ყველა რესურსი იქნება მობილიზებული, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.
დასეტყვილი ყურძნის დაბინავება თელავში, გურჯაანსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში უკვე შესაძლებელია.