ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 6 ლოკაციაზეა შესაძლებელი

ვენახების კადასტრი

ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 6 ლოკაციაზეა  შესაძლებელი
25.08.2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვენახების საკადასტრო ამონაწერის მისაღებად, სარეგისტრაციო უბნები განთავსებულია ქალაქ საგარეჯოში და შემდეგ სოფლებში: კაკაბეთი, ბადიაური, ყანდაურა,  თოხლიაური და მანავი. საჭიროების შემთხვევაში სარეგისტრაციო უბნების ლოკაციები გაფართოვდება.
ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა.  2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.  
ვენახის საკადასტრო ამონაწერი ამ ეტაპისთვის 27.000-მდე მევენახე ფერმერმა მიიღო.

მევენახე სარეგისტრაციო უბნებზე წარადგენს მხოლოდ პირადობის მოწმობას, საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა.
ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ამონაწერის აღება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში  ჯამში 100-მდე ლოკაციაზე მიმდინარეობს.

ქართული ღვინო