- სიახლეები
- ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ,,ქინძმარაულის“ წარმოების სპეციფიკაციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მომზადდა
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ,,ქინძმარაულის“ წარმოების სპეციფიკაციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მომზადდა
საკანონმდებლო
სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოში მომზადდა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში - „საქპატენტში“ დასარეგისტირებლად გადაიგზავნა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ,,ქინძმარაულის“ წარმოების სპეციფიკაციაში შესატანი ცვლილებების პროექტი.
პროექტი ითალისწინებს ღვინო ,,ქინძმარაულის“ წარმოების სპეციფიკაციის მე-5 და მე-9 პუნქტების ცვლილებას, რომელთა რედაქცია განისაზღვრება შემდეგნაირად:
,,5. ვაზის ჯიშები
,,ღვინო „ქინძმარაული“ მზადდება ქინძმარაულის მიკროზონაში მოწეული საფერავის და/ან საფერავი ბუდეშურისებურის ჯიშის ყურძნიდან. მისი წარმო¬ებისას დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.“
,,9. ყურძნის გადამუშავება, ღვინის დამზადება და ჩამოსხმა
„ქინძმარაულის“ წარმოებისათვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს მხოლოდ ქინძმარაულის მიკროზონაში გაშენებული ვენახებიდან.
ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება დასაშვებია მხოლოდ კახეთის ზონის ფარგლებში, ხოლო ბოთლებში ჩამოსხმა კახეთის ზონის ფარგლებს გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
ამასთან, ყურძნის გატანა ქინძმარაულის მიკროზონიდან გადასამუშავებლად და ღვინის გატანა კახეთის მევენახეობის ზონიდან ჩამოსასხმელად დასაშვებია მხოლოდ მკაცრი აღრიცხვისა და კონტროლის პირობებში.
„ქინძმარაული“ მზადდება დურდოს არასრული ალკოჰოლური დუღილის გზით. „ქინძ¬მა-რაულის“ წარმოებისას დასაშვებია მხოლოდ იმ ოპერაციების, მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლო¬ბით.
სამომხმარებლო ბაზარზე „ქინძმარაულის“ გატანა დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.“
„ქინძმარაულის“ წარმოების სპეციფიკაციაში ამ ეტაპზე დასაშვებია 15%-მდე საფერავის ჯიშის იმ ყურძნის გამოყენებაც, რომელიც მოწეულია ქინძმარაულის მიკრო-ზონის გარეთ, მაგრამ კახეთის მევენახეობის ზონის ფარგლებში.