- სიახლეები
- ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი130 მლნ აშშ დოლარია
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი130 მლნ აშშ დოლარია
ექსპორტი
2021 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 36,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტით მიღებული შემოსავალი 82,4 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 8%-ს მიაღწია.
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 11% (2,258,486 ბოთლი), ლიეტუვა - 63% (439,494 ბოთლი), აშშ - 26% (402,942 ბოთლი), ესტონეთი - 3% (258,640 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 5% (169,032 ბოთლი) და გერმანია - 23% (314,703 ბოთლი).
ექსპორტის ზრდა ასევე აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა - 6% (4,162,515 ბოთლი), კანადა - 54% (118,006 ბოთლი), ყაზახეთი - 80% (1,368,220 ბოთლი), რუსეთი - 17% (22,421,656 ბოთლი), ისრაელი - 95% (236,996 ბოთლი), აზერბაიჯანი - 41% (115,247 ბოთლი), მონღოლეთი - 600% (232,920 ბოთლი), ჩეხეთი - 900% (52,956 ბოთლი), თურქეთი - 324% (61,110 ბოთლი), შვედეთი - 20% (48,836 ბოთლი) და ა.შ.
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი - 22,421,656 (ზრდა 17%), უკრაინა - ზრდა 6% (4,162,515ბოთლი), პოლონეთი - 2,258,486 (ზრდა 11%), ჩინეთი - 1,864,351 ბოთლი (კლება 3%) და ყაზახეთი - 1,368,220 (ზრდა 80%).
აღსანიშნავია, რომ გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის ხუთ თვეში, საქართველოდან ექსპორტირებულია 13,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 209 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 3%-ით და 23 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ექსპორტირებული ჭაჭის ღირებულება 567 ათას აშშ დოლარს აღწევს, შემოსავლების ზრდა კი, 30%-ია.
აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 270-მა კომპანიამ განახორციელა.
ჯამში, იანვარ-მაისში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 130 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.