ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის მორიგი წარმატება იაპონიაში

კონკურსი

ქართული ღვინის მორიგი წარმატება იაპონიაში
11.03.2021

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“  13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.
საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 8th “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2021) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მერვედ ჩატარდა. მასში 32 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით. 
 2021 წლის კონკურსზე ღვინოები186-მა იაპონელმა ქალბატონმა შეაფასა.
მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე  ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე. 
იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. 
2021 წლის „საკურას“ კონკურსზე მედლები მიიღეს შემდეგი კომპანიების ღვინოებმა: 
საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების კომპანიის (GWS) 4-მა ღვინომ მიიღო ოქროს მედალი: TAMADA GRAND RESERVE 2014, TAMADA MUKUZANI 2018, VISMINO GRAND SAPERAVI 2015 და VISMINO KISI 2018;
კომპანია „შატო მუხრანის“ 3-მა ღვინომ დაიმსახურა ასევე ოქროს მედლები: CHATEAU MUKHRANI QVEVRI RED 2018, CHATEAU MUKHRANI RESERVE ROYALE GORULI MTSVANE 2016  და CHATEAU MUKHRANI RESERVE ROYALE SAPERAVI 2016;
ოქროს მედლებით დაჯილდოვდა კორპორაცია „ქინძმარაულის“ ღვინოები ALAZANIS VALLEY 2018 და KONCHO MTSVIVANI KAKHURI;
კომპანია “მტევინოს“ 2-მა ღვინომ KINDZMARAULI 2019 და SAPERAVI KHASHMI 2019 ასევე დაიმსახურა ოქროს მედლები;
ოქროს მედლები მიიღეს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ SCHUCHMANN SAPERAVI 2019 და „ვაზიანი კომპანის“ MAKASHIVILI WINE CELLAR SAPERAVI 2015;
პრესტიჟულ კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა კომპანია „პავილიონ ვაინსის“ ღვინომ KAKHETI 2017;

2021 წლის მსგავსად, გასულ წლებში, სხვადასხვა ქართულ ღვინოს „საკურას“ კონკურსზე მრავალი უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული. 

 

ქართული ღვინო