ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

მევენახეებთან შეხვედრები კახეთის მასშტაბით მიმდინარეობს

ვენახების კადასტრი

მევენახეებთან შეხვედრები კახეთის მასშტაბით მიმდინარეობს
26.02.2021

2021 წლის რთველის პროცესში დაგეგმილ სიახლეებს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მევენახეებს კახეთში აცნობენ. 
გასული ორი კვირის მანძილზე, მსგავსი შეხვედრები კახეთის რეგიონის ათეულობით სოფელში გაიმართა.
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება. ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება.
კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მიერ მევენეხეებთან შეხვედრები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიგეგმა.
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება მუდმივი პროცესია და სწორედ ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და, შესაბამისად, საექსპორტო ფასი.

ქართული ღვინო