ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

შეხვედრა მევენახეებთან

რთველი

შეხვედრა მევენახეებთან
19.02.2021

2021 წლის რთველის პროცესში დაგეგმილი სიახლების ფერმერებისთვის გაცნობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კახეთის რეგიონის მოსახლეობას ხვდებიან. 
აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის რეგულირების სამმართველოს უფროსი ბესარიონ სულაქველიძე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მევენახეებს შეხვდა.
მომდევნო კვირებში შეხვედრები კახეთის რვა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება. ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება მუდმივი პროცესია და სწორედ ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და, შესაბამისად, საექსპორტო ფასი. 
გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. 
მიმდინარე წელს ასევე იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის.

ქართული ღვინო