სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ვიზიტი
ზოგადი
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, არმენ ჰარუთინიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სომეხ კოლეგას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სფერო და სტრუქტურა გააცნო და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) წევრობასთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილი და სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ, სადაც სააგენტოს თავმჯდომარეს, გიორგი სამანიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ღვინის ეროვნული სააგენტოს ფუნქციების, მუშაობის ძირითადი პრინციპების და უფლებამოსილების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო, რადგან სომხეთში მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მარეგულირებელი ანალოგიური სამსახური იქმნება.
შეხვედრის ბოლოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა სომეხ სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს სასწავლო და სადეგუსტაციო ოთახები, ღვინის მუზეუმი, მარანი და ენოთეკა დაათვალიერებინა.