ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა

ფესტივალი

გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა
12.10.2019

ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2019“-ის ფარგლებში „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ხატია წილოსანი, იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი, ასევე 
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე ესწრებოდნენ.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი მესამე წელია იმართება. მასში 200-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა როგორც უცხოელი სტუმრებისთვის, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. წელს, 
ფესტივალზე   წარმოდგენილი იყვნენ ღვინის მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. 
გურჯაანის ღვინის ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ  დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახის  ღვინო,  დაემზადებინათ თათარა და ამოივლოთ ჩურჩხელები, მონაწილეობა მიეღოთ სახალისო ვიქტორინაში, სადაც პრიზებად  ღვინოები გათანამაშდა. ფესტივალის ფარგლებში, საზეიმოდ  გაიხსნა ქვევრიც. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა. 
ფესტივალი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

ქართული ღვინო