ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

“ქართული ღვინის ფესტივალი“ ბრიტანეთის ქალაქებში იმართება

ფესტივალი

 “ქართული ღვინის ფესტივალი“ ბრიტანეთის ქალაქებში იმართება
03.10.2019

დიდ ბრიტანეთში „ქართული ღვინის ფესტივალი“ იმართება, რომელიც მოიცავს  დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, პრეზენტაციებსა და სემინარებს ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ. ღონისძიების ორგანიზატორია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანია „Swirl Wine Group“. 
„ქართული ღვინის ფესტივალი“  უკვე გაიმართა ლონდონში და მას ღვინის იმპორტიორები, რესტორნებისა და სასტუმროს ქსელების  და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართული ღვინის  წარდგენას ცნობილი ბრიტანელი მწერალი ჯეიმი გუდი (Jamie Goode)უძღვებოდა.
ფესტივალს 7 ოქტომბერს ბრისტოლი და 8 ოქტომბერს მანჩესტერი უმასპინძლებს. 
დიდი ბრიტანეთი არის ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.

ქართული ღვინო