ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

კახეთში რთველის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

რთველი

კახეთში რთველის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
16.09.2019

16 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 54 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული: 35 ათასი ტონა რქაწითელი, 14 ათასი ტონა საფერავი, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 
კახეთში სხვადასხვა საწარმოს ყურძენი 6 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
ყურძნის ყოველდღიური გადამუშავება კვლავ 8 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც რთველის პროცესის მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს.
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 230 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა დროს ერთვებიან.
რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

ქართული ღვინო