ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ექსპორტის იანვარ-აპრილის მონაცემები

ზოგადი

ექსპორტის იანვარ-აპრილის მონაცემები
07.05.2016

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 581 031 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 45%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

 

იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:  რუსეთი - 5 925 933 ბოთლიუკრაინა -1 488 737 ბოთლი; ყაზახეთი- 1 281 100 ბოთლიჩინეთი - 779 425  ბოთლი;  ოლონეთი - 682 522  ბოთლი.

 

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი -  84% (5 925 933), უკრაინა - 70% (1 488 737), ჩინეთი - 58% (779 425),  პოლონეთი - 31% (682 522), ლიტვა - 37% (183 636), ყირგიზეთი - 171% (107 646),  გერმანია - 23% (104 950), ბელარუსი - 31% (134 120), დიდი ბრიტანეთი - 72% (50 128) და სხვა.

 

ამასთან, მსოფლიოს 11 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 799 700 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 86%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია   6, 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  43%-ს აღწევს.

 

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 47,4  მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 4 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 33,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

 

 

 

ქართული ღვინო