ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ექსპორტის პირველი კვარტლის მონაცემები

ზოგადი

ექსპორტის პირველი კვარტლის მონაცემები
05.04.2016

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 694 748 ბოთლი (0,75 ) ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 18 144 738 აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 193 395 ბოთლი (0,5 ) ბრენდი, რაც 116%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  5 046 166 აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  70%- აღწევს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 4 077 797, უკრაინა -1 088 862, ყაზახეთი - 784 844, პოლონეთი - 443 208 და ჩინეთი - 371 295 ბოთლი.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება დაფიქსირდა: რუსეთი -  124%, უკრაინა - 66%, პოლონეთი - 26%, ლიტვა - 34% (137 448 ბოთლი), ყირგიზეთი - 70% (67 746 ბოთლი),  აშშ - 19% (62 448 ბოთლი), გერმანია - 89% (80 814 ბოთლი), ჩინეთი - 2%,  ბელარუსი - 297% (61 920 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 40% (21 432 ბოთლიდა სხვა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 33,1  მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ქართული ღვინო