ქართული ღვინისა და პოლონური სამზარეულოს შეხამების ღონისძიება ვარშავაში გაიმართა
ზოგადი
30 მარტს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera’’-ს დირექტორმა მარიუს კაპჩინსკიმ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა. ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის მაღაზიებისა და რესტორნების წარმომადგენლები.
პრეზენტაციის ძირითადი კონცეფცია იყო ქართული ღვინისა და პოლონური სამზარეულოს ტანდემი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული კომპანიების ღვინოები: ‘შუხმან ვაინს ჯორჯია“, „შატო მუხრანი“, „ვაზიანი კომპანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „არჩილი გუნიავას მარანი“, „ბექა გოცაძის მარანი“ და „ნიკა ბახიას მარანი“.
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია - 2015 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1,6 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო.