ქართული ღვინის საღამოები ჩინეთში
ზოგადი
ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარე კვირაში პეკინში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ერთ-ერთი იყო ქართული ღვინისა და კულინარიის საღამო, რომელიც ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენას ათეულობით ჩინელი და უცხოელი სტუმარი დაესწრო.
კიდევ ერთ ღონისძიებაზე - ჩინეთში ქართული ღვინის დისტრიბუტორი კომპანიის ორგანიზებით ჩატარებულ ქართული ღვინის სადეგუსტაციო-საგანმანათლებლო სემინარზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჩინეთში მაია ცქიტიშვილმა ქართული ღვინის პრეზენტაცია გამართა. ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით საგანმანათლებლო სემინარები ყოველკვირეულად ტარდება.
ქართული ღვინის დეგუსტაცია პეკინის ჯაზ-სალონშიც გაიმართა. ღვინისა და ჯაზის მოყვარულ ჩინელ და უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართულ ღვონოსა და კულტურას.