ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართულ ღვინოს იაპონიაში ეცნობიან

ზოგადი

ქართულ ღვინოს იაპონიაში ეცნობიან
10.03.2016

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში კვების პროდუქტებისა და სასმელების 41- საერთაშორისო გამოფენა ,,FOODEX JAPAN 2016” მიმდინარეობს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, წარმოდგენილია ქართული ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია: „კახური“, „შუმი“, „კახური ღვინის მარანი“, „ქიმერიონი“, „თელავის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, “ვაზიანი კომპანი“  დაკახური ტრადიციული მეღვინეობა“.

გამოფენის გახსნას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრნენ.

ქართული ღვინის ექსპორტს იაპონიაში დიდი პოტენციალი აქვს. ისევე როგორც მთლიანად აღმოსავლეთ-აზიის რეგიონი, იაპონია ქართული ღვინის მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. იაპონიაში FOODEX JAPAN სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა, მათ შორის, ღვინის სეგმენტში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ასევე წარმოდგენილი იქნება იაპონიის კიდევ ერთ მასშტაბურ გამოფენაზე „Wine & Gourmet Show“, რომელიც აპრილში, ტოკიოში გაიმართება“ - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.

როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, გამოფენის სტუმრების მხრიდან ქართული ღვინოების მიმართ ინტერესი დიდია.

გამოფენის გახსნის დღეს ქართული ღვინის კომპანიებს გადაეცა საერთაშორისო კონკურსშისაკურა“ (The 3rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2016) მიღებული ჯილდოები. როგორც მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი, 9 დასახელების ქართულმა ღვინომ ერთი ორმაგი ოქრო, 4 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა. გამარჯვებული ღვინოებია: ორმაგი ოქრო - „საფერავი რეზერვი.  2005“ კომპანიაკახური“; ოქრო - „საფერავი. 2008“, კომპანიაკახური“; ოქრო - „საფერავი. საოჯახო რეზერვი. 2013“, კომპანიალუკასი“; ოქრო - „მარანი. კონდოლის ვენახები. სამი. 2013“, კომპანიათელავის ღვინის მარანი“; ოქრო - „მარანი. რეზერვი. 2007“ კომპანიათელავის ღვინის მარანი“; ვერცხლი - „მუკუზანი იბერიული. 2013“, კომპანიაშუმი“; ვერცხლი - „ნაფარეული. 2013“,  კომპანიაშუმი“;  ვერცხლი - „სატრაპეზო საფერავი. 2012“, კომპანიათელავის ღვინის მარანი“;  ვერცხლი -  „საფერავი ქვევრის.  2011“, კორპორაციაქინძმარაული“.

კონკურსსაკურასხელმძღვანელმა, იაპონიის უმაღლესი კლასის სომელიემ, ქალბატონმა იუმი ტანაბემ აღნიშნა, რომ ქართულმა ღვინომ მას საქართველოს გაცნობის სურვილი გაუჩინა და რომ გეგმავს ეწვიოს საქართველოს.

გამოფენის ფარგლებში, სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის პრეზენტაციასაქართველო - 8 ათასი რთველიწარმოადგინა. პრეზენტაციას სომელიეები, ჟურნალისტები, მარკეტოლოგები, იმპორტიორი კომპანიებისალკოჰოლური სასმალების მაღაზიებისა და სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 80-მდე ქვეყანა და მას ათეულ ათასობით ღვინის იმპორტიორი, პროფესიონალი და მოყვარული ესწრება.

 2015 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული იყო 138 290 ბოთლი ღვინო, რაც  5%-ით აღემატებოდა 2014 წლის ექსპორტს.

ქართული ღვინო