ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

მემორანდუმის გაფორმება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

ზოგადი

მემორანდუმის გაფორმება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან
10.02.2016

სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა და ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს. 

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის განმტკიცებასა და ურთიეთსაქმიანობის ხელშეწყობას ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

მემორანდუმის თანახმად, ღვინის ეროვნული სააგენტო და ეროვნული ბიბლიოთეკა ორგანიზებას გაუწევენ ერთობლივი კულტურული ღონისძიებებს, მხარს დაუჭერენ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას, ბიბლიოთეკა ღვინის ეროვნულ სააგენტოს უსასყიდლოდ დაუთმობს საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებს, გაუზიარებს საკუთარ ფონდებში დაცულ მევენახეობისა და მეღვინეობის ლიტერატურას. თავის მხრივ, სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას გაუზიაროს ეროვნულ ბიბლიოთეკას მის საკუთრებაში არსებული ორიგინალური ლიტერატურა.

მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია ღვინის ეროვნული სააგენტოში გაიმართა.

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა, მუზეუმი, მარანი,  ბიბლიოთეკის დარბაზი და სადეგუსტაციო ლაბორატორია.

 

ქართული ღვინო