ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ექსპორტის იანვრის თვის მონაცემები

ზოგადი

ექსპორტის იანვრის თვის მონაცემები
08.02.2016

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 521 802 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 3,62 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.

ამავე პერიოდში მსოფლიოს 6 ქვეყანაში ექსპორტირებულია 562 930 ბოთლი ბრენდი, რაც 104%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის ბრენდის ექსპორტს. ექსპორტირებულია  1,51 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 960 462 ბოთლი, უკრაინა -199 722, პოლონეთი - 114 276, ჩინეთი - 45 160 და ლიტვა - 44 850 ბოთლი.

ექსპორტის მატების კუთხით, აღსანიშნავია რუსეთი -  162%, პოლონეთი 22% და  ლიტვა - 34%.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარში 6,6  მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

 

ქართული ღვინო