ქართული ღვინო ჩინეთ-ევრაზიის გამოფენაზე
ზოგადი
2016 წლის 20-25 სექტემბერს სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში ჩინეთ-ევრაზიის მე-5 გამოფენა (The 5th Eurasia Expo, 2016) გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სინძიანის \"ქართული ღვინის კულტურის ცენტრის\" თანაორგანიზებით, გამოფენაში 16-მა ქართული ღვინის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
ქართულ პავილიონთან წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვები, რაც უამრავი ვიზიტორის ყურადღების იქცევდა. ქართული პავილიონი გაფორმებული იყო ქვევრებით და სხვადასხვა ქართული ტრადიციული ნივთებით.
გამოფენის სტუმრები ქართულ ღვინოსთან ერთად ჩურჩხელებსა და სხვადასხვა ნუგბარს აგემოვნებდნენ.
გამოფენა გამოირჩეოდა ხალხმრავლობით. მხოლოდ 23 სექტემბერს მას 80 ატასი ვიზიტორი ეწვია.
2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდამ 184% შეადგინა, სულ განვლილ 8 თვეში ექსპორტირებულია 3 368 361 ბოთლი.
პირველად ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიაში, მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა და გადაასწრო ისეთ ტრადიციულ ბაზარს, როგორიც უკრაინაა.