ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ჯილდო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის

ზოგადი

ჯილდო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის
11.12.2015

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) სპეციალური ჯილდო - „2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“  მიიღო. 

საჯარო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონია 11 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 2010-2015 წლებში საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემაჯამებელი ანგარიში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 286 საჯარო დაწესებულებას შორის მე-9 ადგილი ინფორმაციის 100%-იანი ხელმისაწვდომობით დაიმსახურა. 2015 წლის განმავლობაში სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ 25 წერილზე სრულყოფილი პასუხი, ვადების დაცვით იყო გაცემული.

დღევანდელ ღონისძიებაზე ჯილდო სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ კიდევ ერთ უწყებას - სსსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გადაეცა.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ზემოთ აღნიშნული ანგარიში მოამზადა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და „ღია საზოგადოების ფონდების ფონდების“ ფინანსური მხარდაჭერით.

 

ქართული ღვინო