ღვინის მწარმოებელი კომპანიების საყურადღებოდ
ზოგადი
ღვინის ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ \"ვაზისა და ღვინის შესახებ’ საქართველოს კანონში, საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის 4407-ის განკარგულების საფუძველზე შეტანილი ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის 9 დეკემბრიდან წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი – სსიპ – შემოსავლების სამსახური. დოკუმენტაცია მომზადებული იქნება სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, თქვენ ვალდებული ხართ წარადგინოთ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრში, საექსპორტო დოკუმენტაციის სრული პაკეტი ჩვეულებრივი წესით.
გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს შესაბამისობისა და VI-1 ფორმის სერტიფიკატებს.
თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე შედგენილი დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით გადაეცემა შემოსავლების სამსახურს შემდგომი წარმოებისათვის.
ყველა შესაძლო ცვლილების შესახებ თქვენ გეცნობებათ დამატებით.
წინასწარ გიხდით ბოდიშს გარდამავალ პერიოდში შესაძლო შეფერხებების გამო.