ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ხარისხის კონტროლის 6 თვის მონაცემები

ზოგადი

ღვინის ხარისხის კონტროლის 6 თვის მონაცემები
04.07.2019

ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის  მიზნით, მიმდინარე წლის 6 თვეში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 72 საინსპექციო კონტროლი განახორციელა. ინსპექტირებისას აღებული 400 ნიმუშიდან, სერტიფიკატის გაცემაზე კომპანიას უარი 15 შემთხვევაში ეთქვა. 
ამასთან ერთად, სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში,  შემოწმება  28 კომპანიაში ჩატარდა, საიდანაც აღებული იყო 1000-მდე ნიმუში. 7 კომპანიაში აღმოჩნდა გარკვეული სახის  დარღვევები, რაზედაც განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები.
ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 120 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 4640 ნიმუში, მათგან 415 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი დადებითად.

ქართული ღვინო