ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის კომპანიები სეულში ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

გამოფენა

ქართული ღვინის კომპანიები სეულში ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ
21.06.2019

კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა ,Seoul Interenational Wines and Spirits Expo 2019 იმართება, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია მონაწილეობს.
გამოფენის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.
 ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: “თელიანი ველი”, “მეღვინეობა ხარება”, “წინანდლის ძველი მარანი”,  “ჩელთი, „დუგლაძის ღვინის კომპანია“, „თბილღვინო“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „ქართული ღვინის სახლი“ და „ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი“. 
გამოფენაზე ქართულმა ღვინომ სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

ქართული ღვინო