ქართული ღვინის დეგუსტაცია გვანჯოუში
ზოგადი
ღვინისა და სპირტიანი სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენის „Interwine Guangzhou 2015” ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა ქართულ ღვინის სემინარი და დეგუსტაცია გამართა.
15-17 ნოემბერს ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში ტარდება ღვინისა და სპირტიანი სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა „Interwine Guangzhou 2015”. აღნიშნულ გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობს 9 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: „ბესინი“, „ასკანელი ძმები“, „ბაგრატიონი 1882“, „თელიანი ველი“, „დუგლაძეების კომპანია“, „კახური ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „თელავის ღვინის მარანი“ და „ბატონო“.
დეგუსტაციას დაესწრო 90 ადამიანი - ღვინის პროფესიონალები და დისტრიბუტორები.