ქართული ღვინო ლონდონში და მანჩესტერში დააგემოვნეს
ზოგადი
დიდი ბრიტანეთის ქალაქებში - ლონოდონსა და მანჩესტერში, ჟურნალ “ჰარპერსის“ ეგიდით საერთაშორისო ყოველწლიური გამოფენა-დეგუსტაცია SITT (Specialist Importers Trade Tasting) გაიმართა. გამოფენას ღვინის თემაზე მომუშავე ცნობილი ჟურნალისტები, ღვინის მაგისტრები, ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობით დაინტერესებულ პირები დაესწრნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით და ორგანიზებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გვერდით, წელს ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია: „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ტყუპების საღვინე მარანი“, „მარანული“, „მადამ ვაინი“, „ასკანელი ძმები“ და „ქვევრი ამორისი“.
ქართულმა ღვინომ გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
ბრიტანეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.
ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით, შესაძლებელია ინგლისში ქართული ღვინის ექპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.
2016 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ღვინის ექსპორტმა შეადგინა - 67 522 ბოთლი, რაც 65%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.