ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

თბილისში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი იმართება

ფესტივალი

თბილისში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი იმართება
10.05.2019

თბილისში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალი "ZERO COMPROMISE" იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია ბუნებრივი ღვინო, ხოლო მხარდამჭერი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. ფესტივალში მონაწილეობას იღებს 70-მდე ადგილობრივი მარანი და  ასევე ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ფესტივალის მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება, სამომხმარებლო კულტურის გაზრდა და ღვინის ტურიზმის განვითარებაა.
ფესტივალს, რომელიც ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე იმართება, ასევე ესწრებიან იმპორტიორები, ღვინის მწერლები და ჟურნალისტები, იტალიიდან იაპონიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, კანადიდან, სულ მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს საშუალებას აძლევს ადგილობრივ მარნებს ადგილზე გააცნონ თავიანთი ღვინოები პოტენციურ მყიდველებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მარნებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო გამოფენებში ვერ იღებენ მონაწილეობას.

ქართული ღვინო