ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მიმდინარეობა - 17 სექტემბერი

ზოგადი

რთველის მიმდინარეობა - 17 სექტემბერი
17.09.2015

17  სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 11,5 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 3 500 ტონამდე რქაწითელი, 4 200 ტონამდე საფერავი, 610 ტონამდე კახური მწვანე და 3 300 ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. 

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში, გადამუშავდა რთველის დაწყებიდან ყველაზე დიდი რაოდენობა - 2,2 ათას ტონამდე ყურძენი. რთველი, შეფერხების გარეშე,  კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. რთველში მოგვიანებით ჩაერთვება საგარეჯოს რაიონიც.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 31 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ყურძნის გადასამუშავებლად მზადყოფნის მიზნით, ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დერეგისტრირებულია 94 ღვინის კომპანია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

 

ქართული ღვინო