ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მიმდინარეობა - 15 სექტემბერი

ზოგადი

რთველის მიმდინარეობა - 15 სექტემბერი
15.09.2015

15 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 8 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 2 030 ტონამდე რქაწითელი, 2 700 ტონამდე საფერავი, 475 ტონამდე კახური მწვანე და 2 800 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ, რთველში გურჯაანის, ლაგოდეხისა და თელავის რაიონების სოფლებიც ჩაერთო.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 23 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო.

ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 90-მდე ღვინის კომპანია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

ქართული ღვინო