ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ტოკიოს მეტროში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო

"საქართველო ღვინის სამშობლო" - ტოკიო

ტოკიოს მეტროში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო
05.04.2019

ტოკიოს მეტროსადგურში „Tennozu Isle“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო. აღნიშნული სადგური წარმოადგენს საგამოფენო ცენტრთან „Terrada Warehouse“ მისასვლელს, სადაც გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“  10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.
სადგური მდებარეობს კუნძულზე და ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა კუნძულს, რაც ზრდის მგზავრთა ნაკადს აღნიშნულ სადგურში, სადაც დღეში საშუალოდ 50 ათასი ადამიანი გადაადგილდება.
სადგურში განთავსებულია საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და  საინფორმაციო ბროშურები „საქართველო ღვინის სამშობლო“, სადაც გადმოცემულია მოკლე ინფორმაცია საქართველოს ა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ.
პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის  ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია  „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან  პარტნიორობით ხორციელდება. საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. 

ქართული ღვინო