ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მიმდინარეობა. 25.09.2016

ზოგადი

რთველის მიმდინარეობა. 25.09.2016
25.09.2016

რთველის პროცესი კახეთის რეგიონში გრძელდება. 25 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა  71,3 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 38,5 ათასი ტონა რქაწითელი, 28,7 ათასი ტონა საფერავი,  2,1 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 11 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 62  მლნ-ზე მეტი ლარი მიიღეს.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 24,8 ათასი ტონა, ყვარელი - 17,5  ათასი ტონა, თელავი - 16,8 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი -  2,1 ათასი ტონა, ახმეტა -  1,1 ტონა  ტონა და საგარეჯო  -  937.   

24 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 2,3 ათასი ტონა შეადგინა.   

ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 29 ღვინის კომპანია, მათ შორის, 9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა. 

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა: 

კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი; 

 საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი; 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic  და http://rtveli2016.gov.ge/statistic.

ქართული ღვინო