ანონსი
ანონსი
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნება.
პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციცია „ქართული ღვინო“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.
ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. პროექტი განხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით. ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 7 მაისამდე გაგრძელდება.
იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare”-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა.
გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ პირველად 2017 წელს საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გაიმართა და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ „საქართველო ღვინის სამშობლოდ“ აღიარა.