ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

„Berliner Wein Trophy“-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს

კონკურსი

„Berliner Wein Trophy“-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს
22.02.2019

ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის „Berliner Wein Trophy 2019“-ის ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია მიიწვიეს.
კონკურსზე მსოფლიოს 41 ქვეყნის 1 400-ზე მეტმა ღვინის მწარმოებელმა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია წარმოადგინა. 
შედეგები ცნობილი მიმდინარე წლის 1 მარტს გახდება ცნობილი. გამარჯვებული ღვინოები ჯილდოვდებიან „პრემიუმ ოქროს“,  „ოქროს“ და „ვერცხლის“ მედლებით.
კონკურსის პროფესიონალურ ჟიურიში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით. 
„Berliner Wein Trophy“ გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმსხვილესი საერთაშორისო ღვინის კონკურსია და მასში მონაწილეობენ ცნობილი ღვინის მწარმოებლები  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად საკონკურსოდ წარმოდგენილია ათასობით ღვინის ნიმუში. 
პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი „Berliner Wein Trophy 2019“ წელს 23-ედ იმართება „გერმანიის ღვინის მარკეტინგის“ ორგანიზებით. კონკურსი ტარდება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციისა (OIV),  ენოლოგთა მსოფლიო ასოციაციისა (UIOE) და ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსების მსოფლიო ფედერაციის (VinoFed)პატრონაჟით.
„Berliner Wein Trophy“-ში გამარჯვება მიანიშნებს, რომ ღვინო შეესაბამება ხარიხსხის მაღალ სტარნდარტებს, რაც ემსახურება და ხელს უწყობს მსოფლიო ღვინის კულტურის შემდგომ განვითარებას და ხარისხის გარანტიას.

ქართული ღვინო