ღვინის პროფესიონალებისთვის საქართველოში ტური მოეწყო
ზოგადი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის პროფესიონალებისთვის ჰონგ-კონგიდან, საქართველოში ღვინის ტური მოეწყო. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ს ხელმძღვანელი ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი (Debra Meiburg), ასევე ღვინის მწერალი სარა ვონგი (Sarah Wong), ჟურნალისტი ლუსი მორგანი (Lucy Morgan) და სერტიფიცირებული ღვინის პროფესიონალი მაბელ ლეი (Mabel Lai)
საქართველოში ვიზიტი დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდა და სტუმრებმა ღვინის ტურის ფარგლებში მოინახულეს ღვინის კომპანიები: თბილისში - „თბილღვინო“, „ბაგრატიონი“ და „ლაგვინარი“, მცხეთაში - „შატო მუხრანი“ და „იაგოს ღვინო“, კახეთში - „მეღვინეობა ხარება“, ‘შატო მერე“, „შუხმანის ღვინოები“, „ბადაგონი“, „თელედა“, „ალავერდის მონასტრის ღვინოები“ და „თელავის ღვინის მარანი“.
ღვინის კომპანიებში გამართული ქართული ღვინოების დეგუსტაციების გარდა, ღვინის პროფესიონალები გაეცნენ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს და ქართულ ფოლკლორს, სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს პურის ცხობაში და ჩურჩხელების ამოვლებაში.
ვიზიტის დასასრულს, ჰონგ-კონგელი სტუმრები ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და დაათვალიერეს ქართული ღვინისა და ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ექსპონატები.