ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის წარდგენა ესპანეთში

დეგუსტაცია

ქართული ღვინის წარდგენა ესპანეთში
11.12.2017

ქართული ღვინის დეგუსტაცია და პრეზენტაცია ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში „ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში გაიმართა. 
პრეზენტაციას -  „საქართველო - ღვინის აკვანი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე უძღვებოდა. მან სტუმრებისთვის ქართული ღვინის შესახებ სემინარიც ჩაატარა, სადაც სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო. ღონისძიებას სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, სომელიები  და იმპორტიორები დაესწრნენ.
„ქართულმა ღვინომ საკმაოდ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა სტუმრებში. დაისვა ბევრი შეკითხვა, რაზედაც დაინტერესებულმა პირებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის“ - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.
„ქართული კულტურის დღეები“ ალიკანტეში  მოქმედი დიასპორული ასოციაცია „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების“ ორგანიზებით გაიმართა. 
ხუთდღიან ღონისძიებას ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასულ ქართველ ემოგრანტებთან ერთად ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ. ღონისძიება ალიკანტეს საგამოფენო ცენტრ “Plaza Seneca”-ში გაიმართა და მასზე ქართულ ღვინოებთან ერთად, ასევე სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები და ქართული ფოკლორი იყო წარმოდგენილი.

ქართული ღვინო