იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო
სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი.
საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 6rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
ორმაგი ოქრო:
„შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ - „საფერავი“;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – „ქისი 2017“;
ოქრო:
„მეღვინეობა ბესინი“ - ქინძმარაული პრემიუმი 2017;
„მეღვინეობა ბესინი“ - მუკუზანი 2017;
„ბოლერო და კომპანია“ - დაისი, ქისი, ქვევრი 2018;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ - საფერავი რეზერვი 2014;
„შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ - წარაფი;
„ვაზი+“ (მეღვინეობა ბინეხი)- რქაწითელი ქვევრი 2015
ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი)-საფერავი ქვევრი 2014;
ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი)-საფერავი რეზერვი 2017;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ - საფერავი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ - ჩელთი 2008;
„მეღვინეობა ჩელთი“ - ჩელთი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ - ჩელთი, ქვევრი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ - ჩელთი, ქვევრი 2016;
კორპორაცია „ქინძმარაული“ - ალაზნის ველი 2016;
„შალაურის ღვინის მარანი“ - რქაწითელი 2014;
ვერცხლი:
„მეღვინეობა ვაზიანი” - საფერავი, კაბერნე 2017;
„მეღვინეობა ბესინი“ - ბესინი, ქვევრი თეთრი, 2017;
„ბოლერო და კომპანია“ - დაისი, რქაწითელი, ქვევრი 2018;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ - მუკუზანი 2016;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“- ცქრიალა “ბრუტი“;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ - ხიხვი 2017;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ - მწვანე 2017.
„საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2019 წლის 5 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს - “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.
მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე. იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს იაპონიაში 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 37%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემს.
იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიმართება.