ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება

ზოგადი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება
05.08.2015

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო „როსპოტრებნადზორის“ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის ფედერაციაში საექსპორტო ღვინის კონტროლის მექანიზმი არადამაკმაყოფილებლადაა შეფასებული, განმარტავს:

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი  უწყებები დაინტერესდნენ „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში მითითებული პროდუქცის კონკრეტული  შემთხვევით, დაიწყეს  საკითხის შესწავლა და დამატებით დეტალებში გარკვევა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და მოწმდება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში. ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა და როგორც სახელმწიფო, ასევე მეწარმეები და ექსპორტიორები მაქსიმალურად დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების  დაცვით.

საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ხორციელდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი. 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტის მატებაა ისეთ  მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი - 35%, საფრანგეთი 119%, კორეა 221%, აშშ - 20%, გერმანია - 17%, კანადა - 100%, იაპონია - 10%; პოლონეთი 2%, ლატვია - 9%, ესტონეთი - 19%, და სხვა

ქართული ღვინო