ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

სტუდენტების დასაქმება რთველში

ზოგადი

სტუდენტების დასაქმება რთველში
24.07.2015

2015 წლის რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო სტუდენტებს ღვინის ქარხნებში ოპერატორებად დაასაქმებს. 

სააგენტოს თანამშრომლების მიერ, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული გასაუბრების შედეგად ადგილობრივი 35 სტუდენტი შეირჩა, რომლებიც აგვისტოში გაივლიან შესაბამის ტრენინგებს. 

სტუდენტები სხვადასხვა ღვინის ქარხნებში საცხოვრებელი ადგილების მიხედვით გადანაწილდებიან.

რთველის პერიოდში ოპერატორად სულ 50-მდე სტუდენტი იმუშავებს - 35 მიმდინარე წელს შერჩეული და დანარჩენი ის სტუდენტები, რომლებსაც გასული წლის რთველიდან აქვთ ანალოგიური მუშაობის პრაქტიკა.

გასულ წელს ღვინის ქარხნებში ოპერატორებად დასაქმებული სტუდენტების თვიური ანაზღაურება 600 ლარი (დაქვითვის გარეშე 750 ლარი) იყო.

ქართული ღვინო