ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის დეგუსტაცია ჰონგ-კონგში

ზოგადი

ქართული ღვინის დეგუსტაცია ჰონგ-კონგში
20.07.2015

მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ს ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა ჰონგ-კონგში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის კომპანიები: „მეღვინეობა ხარება“, „თელავის ღვინის მარანი“, „ბაგრატიონი“, „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“, „ქიმერიონი“ და „კახური ღვინის მარანი“.

ღონისძიება სამ ნაწილად წარიმართა: ქართული ღვინის სემინარი მედიის წარმომადგენლებისთვის, რომელსაც დებრა მეიბურგი უძღვებოდა; ქართული ღვინის დეგუსტაცია კომერციული პირებისთვის, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ იმპორტიორებს და მესამე - ქართული ღვინის შეხამება ადგილობრივ სამზარეულოსთან.

მსგავსი აქტივობები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ და საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. ჰონგ-კონგი, და მთლიანად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი განიხილება როგორც ქართული ღვინის მზარდი საექსპორტო ბაზარი.

ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა ჰონგ-კონგში 2014 წლის ივლისში მოეწყო ადგილობრივი დისტრიბუტორების, იმპორტიორების, ღვინის მომხმარებლებისა და მედიისთვის. 

 

ქართული ღვინო