იანვარ-მაისის თვეების ექსპორტის მონაცემები
ზოგადი
2015 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 31 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 455 407 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 30 151 039 აშშ დოლარს შეადგენს.
5 თვის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი - 43%, იაპონია - 20%, ლატვია - 5%, ესტონეთი - 16%, გერმანია - 5%, აშშ - 28%, კანადა - 149%, და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 4 760 721, ყაზახეთი - 1 731 126, უკრაინა - 1 072 530, პოლონეთი - 644 672, ჩინეთი - 602 917 ბოთლი.
ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-70%) და უკრაინაში (-57%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ გავლენა იქონია იანვარ-მაისის თვეების ექსპორტის მონაცემებზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 54%-ითაა შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი 5 თვის ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, 2014 წლის გამონაკლისით. მაგალითისთვის: 2012 წელს ექსპორტირებული იყო 7 240 265 ბოთლი და 2013 წ. – 9 212 386 ბოთლი ღვინო. კლება არის 2014 წელთან შედარებით (22 779 153), რაც განპირობებულია გასულ წელს რუსეთის ბაზარზე ღვინის გატანის პიკური მაჩვენებლით.
ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 973 829 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 5 714 271 აშშ დოლარს აღწევს.
ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერობენ რუსეთი (1 294 883) და უკრაინა (458 544).