ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ექსპორტის მონაცემები აპრილის მდგომარეობით

ზოგადი

ღვინის ექსპორტის მონაცემები აპრილის მდგომარეობით
05.05.2015

2015 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 978 749 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 23 411 218 აშშ დოლარის ღვინო.

აღსანიშნავია, რომ აპრილის თვე ექსპორტის თვალსაზრისით უფრო აქტიური იყო, ვიდრე იანვარი, თებერვალი და მარტი. იანვარში ექსპორტი შეადგენდა 1 343 018, თებერვალში - 1 558 631, მარტში - 2 198 535 ,ხოლო აპრილში - 2 878 565 ბოთლს. 

მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე როგორიცაა ჩინეთი - 87%, ბელარუსი - 27%, იაპონია - 9%, კანადა - 250%, დიდი ბრიტანეთი - 79%, ესტონეთი - 16%, პოლონეთი - 7%, გერმანია - 6%, აშშ - 6% და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული  ასე გამოიყურება: რუსეთი - 3 229 338 ბოთლი, ყაზახეთი - 1 529 688, უკრაინა -    873 516, პოლონეთი - 519 576,  ჩინეთი -   494 478. 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4 თვის ექსპორტის მაჩვენებელი 58%-ით ნაკლებია, რაც უმთავრესად განპირობებულია 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-76%) და უკრაინაში (-57%) ექსპორტის კლებით. 

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი 4 თვის ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, 2014 წლის გამონაკლისით. მაგალითისთვის:  2012 წ. -  5 099 44 ბოთლი და 2013 წ.  – 6 759 544 ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული.  კლება  2014 წელთან შედარებით (18 965 119) განპირობებულია გასულ წელს რუსეთის ბაზარზე ღვინის გატანის პიკური  მაჩვენებლით.

ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 495 500 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 4 468 997 აშშ დოლარს აღწევს.

ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერობენ რუსეთი (882 032) და უკრაინა (400 560). 

 

ქართული ღვინო