ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის წარდგენა „მიშლენის“ რესტორნების ქსელის სომელიეების წინაშე

ზოგადი

ქართული ღვინის წარდგენა „მიშლენის“ რესტორნების ქსელის სომელიეების წინაშე
28.04.2015

საფრანგეთის ქალაქ კანში  ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ცნობილი „მიშლენის“ რესტორნების ქსელის რამდენიმე ათეული სომელიე დაესწრო.

ქართული ღვინის წარდგენა მიზნად ისახავდა, რომ დამსწრე საზოგადოებას გაეცნო როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული წესით დაყენებული ქართული ღვინო, მიეღო ინფორმაცია ქართული ყურძნის ჯიშების, ვაზის და ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, კანში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 8 კომპანიის 18 დასახელების ღვინო. ეს კომპანიებია: „შალაურის ღვინის მარანი“, „ვინივერია“, „შატო მუხრანი“, „იაგოს ღვინო“, „თელედა“, „ვიტა ვინეა“, \"უსახელაურის ვენახები\" და „შუხმან ვაინს ჯორჯია“.

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე დაესწრო.

ქართული ღვინის წარდგენა „მიშლენის“ რესტორნების ქსელის წინაშე, ხელს უწყობს როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული წესით დაყენებული ქართული ღვინის ცნობადობის  ამაღლებას სხვადასხვა ქვეყანაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებისა და გაფართოებისათვის.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ორგანიზაცია „GEORGIAN ALLIANCE VINS“ და ალი  ჰედაიატი (ALI HEDAYAT, საფრანგეთის პროვინცია კოტ დე-ჟურის (Côte d’Azur) სომელიეთა ასოციაციის (ASNCAP) პრეზიდენტი), ხოლო მხარდამჭერები - ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში.

ქართული ღვინო