ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინო გამოფენაზე - Wine and Gourmet Japan 2015

ზოგადი

ქართული ღვინო გამოფენაზე - Wine and Gourmet Japan 2015
15.04.2015

2015 წლის 15-17 აპრილს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა ,,Wine and Gourmet Japan 2015” იმართება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარმოდგენილია 6 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: „კახური ღვინის მარანი“, ,,თბილღვინო“, ,,შუხმან ვაინს ჯორჯია“, ,,ქინძმარაულის მარანი“, ,,ბესინიდა ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“.

გამოფენას ესწრებიან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სააგენტოს თანამშრომლები და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები. გამოფენის გახსნას დაესწრო აგრეთვე საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე.

„2014 წელს იაპონია გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი. ქართული ღვინის კომპანიების აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, მის ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრების, ასევე ადგილობრივი დისტრიბუტორი კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. აღნიშნულ გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას არა მარტო იაპონიაშ, არამედ მეზობელი აზიის ქვეყნებში“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

გამოფენის პირველ დღეს გაიმართა ქართული ღვინის ორი დეგუსტაცია/სემინარი - ერთი ღვინის ეროვნული სააგენტოს, ხოლო მეორე კომპანიაშუხმან ვაინს ჯორჯიასმიერ. სააგენტოს მხრიდან ქართული ღვინის პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა გიორგი თევზაძემ წარადგინა.

2014 წელს აღნიშნულ გამოფენაზე  22 ქვეყნის 181 კომპანია (22 იაპონური, 78 უცხოური) იყო წარმოდგენილი, ხოლო ღონისძიებას 74 ათსზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. Wine and Gourmet Japan’’ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ გამოფენად ითვლება აზიის მასშტაბით და ამიტომ მასში მონაწილეობა პრიორიტეტულია ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისითწელსაც გამოფენაზე თავს მოიყარეს  წამყვანმა ღვინის სპეციალისტებმა, ბაიერებმა და იმპორტიორებმა აზიის მასშტაბით.

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით გასული წლის ნოემბრიდან დღემდე ქართული ღვინო იაპონიაში  გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებზე უკვე მესამედ არის წარმოდგენილი - 2014 წლის ნოემბერში ტოკიოში ბუნებრივი ღვინოების ფესტივალზე  და 2015 წლის მარტში გამოფენაზე „FOODEX JAPAN 2015“. აღნიშნული აქტივობების შედეგად მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, იაპონიაში ექსპორტირებულია 55 ათასზე მეტი ბოთლი (0,75 ) ღვინო, რაც 194%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ქართული ღვინო