ქართულ ღვინოზე სტატია ჟურნალ FOUR-ში გამოქვეყნდა
ზოგადი
24.03.2015
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის შესახებ ბრიტანელი ღვინის მაგისტრის სარა ებოტის საპრომოციო სტატია ენოგასტრონომიულ ჟურნალში ,,Four” გამოქვეყნდა (124-125 გვ.).
ჟურნალი გამოდის კვარტალში ერთხელ, მას 500 ათასამდე მკითხველი ჰყავს და ვრცელდება ავიაკომანია ,,Qatar”-ის და ,,British Airways” მგზავრებს შორის. ასევე, აეროპორტების „ლაუნჯ\" ბარებში, მსოფლიოს საუკეთესო 300-მდე რესტორანში, აგრეთვე ვრცელდება 600-მდე წამყვან სასტუმროში.
მსგავსი აქტოვობები მეტად მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე.
სტატია იხილეთ ლინკზე: http://issuu.com/sloane-trading-international/docs/international_2-15