ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაცია-კონკურსი „საქართველო - ღვინის სამშობლო“

კონკურსი

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაცია-კონკურსი „საქართველო - ღვინის სამშობლო“
29.10.2018


2018 წლის 7-8 ნოემბერს,   პირველად საქართველოში,   ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი "საქართველო - ღვინის სამშობლო" გაიმართება. კონკურსი ტარდება „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (OIV) უმაღლესი პატრონაჟით.
კონკურსის ჟიურის წევრებად მოწვეულნი არიან მეღვინეობის მოწინავე ქვეყნების 20 ავტორიტეტული დეგუსტატორი, მათ შორის, „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პრეზიდენტი ჟან-მარი ორანი (Jean-Marie Aurand). ასევე, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თემაზე მომუშავე ჟურნალისტები ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და კორეადან. 
9 ნოემბერს საქართველოს უძველესი მეღვინეობის ადგილ-მამულში "შატო ზეგაანი",  დასახელდება დეგუსტაცია-კონკურსში გამარჯვებული ღვინოები და სპირტიანი სასმელები, სადაც გაიმართება დეგუსტაცია-კონკურსის საზეიმო დახურვა. 
კონკურსი გაიმართება „ბიოლი“-ს სამედიცინო ველნეს-კურორტის ტერიტორიაზე. კონკურსის ორგანიზატორია „საქართველოს ენოლოგთა კავშირი“, თანაორგანიზატორი „ღვინის მაღაზია რეზერვი“, მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და ასოციაცია „ქართული ღვინო“. საკონკურსო ნიმუშების მიღება და შენახვა, ყველა ნორმის დაცვით, უზრუნველყოფილი იქნება „ღვინის მაღაზია რეზერვი“-ს მიერ. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ ვებ-საიტს www.eawsc.com, ან დარეკონ ნომერზე +995 595 225552. 
მონაწილეების რეგისტრაცია გრძელდება 31 ოქტომბრამდე, ნიმუშების მიღება - 3 ნოემბრამდე.

ქართული ღვინო