ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

საქართველო ნატურალისტი მეღვინეების საერთაშორისო გამოფენაზე იტალიაში

ზოგადი

საქართველო ნატურალისტი მეღვინეების საერთაშორისო გამოფენაზე იტალიაში
23.03.2015

ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია 20-22 მარტს იტალიის ქალაქ ჩერეაში გამართულ ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენა Vini Veri-ზე იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, წელს გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ „კეროვანის“, „ხოხბის ცრემლების“, „დასაბამის“, \"Cradle of Wine\"-ისა და არჩილ გუნიავას საოჯახო მარნის უნიკალური ღვინოები.

გამოფენა წელს მეთორმეტედ ჩატარდა და მასში  წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი მწარმოებლის ღვინოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - იტალიიდან, სლოვენიიდან, ავსტრიიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან. გამოფენის ფარგლებში საგანგებო ყურადღება დაეთმო  ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს. 

გამოფენის მსვლელობისას ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ გაემართათ შეხვედრები ღვინის ბაიერებთან და ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებთან.

ქართველი მეღვინეების აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციასა და მათთვის დამატებითი სარეალიზაციო ბაზრების მოძიებას.

ქართული ღვინო