ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის ახალი რეგულაციების გზამკვლევი
ზოგადი
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის ახალი წესები ამოქმედდა. ცვლილებების შედეგად, ღვინის ეროვნულ სააგენტოს საშუალება ექნება უფრო ეფექტურად და კვალიფიციურად წარმართოს ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების, საინსპექციო კონტროლისა და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები.
შესაბამისობის სერტიფიკატის მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი ფიზიკური, ან იურიდიული პირის რეგისტრაცია ღვინის ეროვნულ სააგენტოში. რეგისტრაცია ხორციელდება პირის განაცხადის საფუძველზე („დებულების“ დანართი №1).
ცვლილებების თანახმად, სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებულ ალკოჰოლიან სასმელზე სავალდებულოა დატანილი იქნეს ლოტის ნომერი, რომელიც შედგება 11 ნიშნისგან, გამოსახული ციფრებით ან/და ლათინური ასოებით, რომლის წინ კეთდება აღნიშვნა L (ლოტი).
შესაბამისობის სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს მთლიან ლოტზე, ან ლოტის ნაწილზე. ლოტის ნაწილზე სერტიფიკატის გაცემის შემთხვევაში, იმავე ლოტის დარჩენილი ნაწილის სერტიფიცირებისათვის ლაბორატორიული გამოცდის და ორგანოლეპტიკური ტესტირების ჩატარება 6 თვის განმავლობაში სავალდებულო არ არის და სერტიფიცირების პროცესი შეიძლება გახორციელდეს ამ პროცედურების გარეშე.
ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე. არომატი, გემო და ჰარმონიულობა ფასდება ხუთქულიანი სისტემით. დადებით შედეგად ითვლება, თუ შეფასების ბალური მაჩვენებელი ტოლია ან მეტი 1,5 - ზე.
სერტიფიცირების პროცესის გამარტივების მიზნით, უახლოეს თვეებში გათვალისწინებულია ელექტრონული სერტიფიცირების პროგრამის (ესპ) დანერგვა.
(დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართების სახით)